სოციალურ ქსელში პანკისის ადგილობრივი მოსახლეობა დღის ერთ ამბავზე წერენ :
დიდი მადლობა ამ ადამიანს! დალ სააყ დუაილდ!
“დღეს, საკობიანოში რამინას “ფურნე” მაღაზიაში მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე პურის გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5 ლარიანიც დამიბრუნა. ვკითხე, რა ხდება მეთქი და დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა და ფული დატოვაო, ვინც მოვა პურზე ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცითო, თან უთქვია ჩემი ვინაობა არ თქვათო. იმ პურის მცხობელმა მითხრა ეს თქვენებურად სააყა არისო.
გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მანაც მითხრა იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარ მისცა რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო.
ალლაჰმა ყაბულად მიიღოს მისი გაღებული სააყა (სადაყა ) ალლაჰიე ყოობულ დუაილდაქ ჰა დეექინდოლ სააყ ალლაჰიე შიე დოჰ დუაილდაქ.”