მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპიტეტის სოფელ ვეჯინში- მამამ ცივი იარაღით 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახთან ერთად, ვეჯინში საჩხერედან ჩამოვიდა და ცოლის დასთან სტუმრად იმყოფებოდა.
წინასწარი ვერსიით, მას ცოლთან დაპირისპირებ მოუხდა, რის შემდეგაც ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცავები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.