ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ ამერიკელი რეჟისორის, ლორა პოიტრასის ფილმმა „მთელი სილამაზე და სისხლისღვრა“ (All the Beauty and the Bloodshed) მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია კუნძულ ლიდოზე გაიმართა. „ოქროს ლომის“ მოსაგებად სულ 23 ფილმი იბრძოდა.
„ვერცხლის ლომი“ იტალიელი ლუკა გუადანინოს ფილმმა „ძვლები და სხვა ყველაფერიც“ (Bones & All) მოიგო.
კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო კოლინ ფარელს (The Banshees of Inisherin), ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – კეიტ ბლანშეტს (Tár) ერგო.