გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, სადაც მე-9 კლასელი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით მუშავდება საკლასო ოთახები და დერეფნები.
დაინფიცირებული ბიჭის თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. ადგილზე იმყოფება ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, ისინი მოსწავლის კონტაქტებს სწავლობენ.
მოხდება თუ არა ამ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადასვლა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც დაინფიცრებული მოსწავლის თანაკლასელების ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი.
რეგინიონის მასშტაბით, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დაფიქსირებული, თვითიზოლაციაში 200 მოქალაქე რჩება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 28 -ს მიაღწია.