თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. ამ შეზღუდვების მიზეზი კი, ვირუსის გავრცელების პრევენციაა მასწავლებლების და მასწავლებლების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოებაა.
სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში 540 მოსწავლე ირიცხება.
შიოშვილი, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან გახშირებულ წესების დარღვევას გამოეხმაურა და ყველას არსებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 90- ს გადააჭარბა.