ვაშლი წყალთან ერთად შეიცავს უამრავ ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ნივთიერებას:
ვიტამინებს: B1, B2, B6, C, E, A;
ფოლიუმის მჟავა;
კალიუმი;
კალციუმი;
მაგნიუმი;
რკინა;
ფოსფორი;
თუთია;
მის შემადგენლობაში ასევე შედის პექტინი, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს. ვაშლი მდიდარია პოლიფენოლებით, ფლავონოიდებით და კაროტინებით, რომელთაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნიათ. ფლავონოიდები ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს და ხელს უშლიან უჯრედების დაზიანებას.
რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე:
ხელს უწყობს წონის კლებას – მასში შემავალი პექტინის წყალობით, აქვეითებს შიმშილის გრძნობას, ასევე შეიცავს ბოჭკო არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
ხელს უშლის დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას – ვაშლი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ხელს უშლიან პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანებას;
დადებითად მოქმედებს ნაწლავების ჯანმრთელობაზე – ის აწვდის ნაწლავურ ფლორას საკვებს და უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას;
აჯანსაღებს ფილტვებს – კვლევების მიხედვით ვაშლში შემავალი ფლავანოიდები აჯანსაღებს ბრონქებს, აძლიერებს ფილტვების ფუნქციებს;
იცავს ტვინს – კვლევების მიხედვით, ვაშლის წვენს შეუძლია შეაფერხოს იმ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება, როლებიც ალცჰაიმერის შესაძლო გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა;
უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს;
ასევე, ვაშლში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას, აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას.