ესპანეთმა covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ასევე, დიდი ბრიტანეთისთვის მოხსნა და ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. ესპანეთში ჩასულ ევროპელ ტურისტებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. ქვეყანას პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული – რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებოდათ.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში მკაცრად გაკონტროლდება ჰიგიენის წესები, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია შესაძლებელი იყოს. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 28 322-ია.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი წელიწადში 80 მილიონ ტურისტს მასპინძლობს; სწორედ ტურიზმის სექტორზე მოდის ქვეყნის მშპ-ის 12%, ამიტომაც ზაფხულში საზღვრების გახსნა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.