ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუ პროგრამით – „ქართული საგანძური“ წარდგა.
✅ კონცერტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინციატივით და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
✅ მას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამშვილი დაესწრნენ.