სოფელ ქისტაურში გუშინ საღამოს ლიკვიდირებული ხანძარის შემდეგ, დღეს ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა ფოთლოვან საფარს და გამხმარ ეკალ-ბარდს უკიდია. ადგილზე მობილიზუბულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. თუმცა, რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებს ადგილზე მისვლა ფეხით უწევთ.
წინასწარი მონაცემებით, ტყეებში ცეცხლის გაჩენის მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, თუ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი შეუწყო, ხანძრის ლიკვიდაციას დღის განმავლობაში შეძლებენ.