ერთი ადამიანი დაჭრეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ კაბალში ურთიერთდაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები 50 წლამდე კაცს თავის და მუცლის არეში მიაყენეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
mak. ge- ის ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ფონასთან მოუხდა. შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო 25 წლამდე ახალგაზრდამ. ჩვენი წყაროს ცნობით, დაჭრილი და სავარაუდო ბრალდებული ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება .