განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი დაასახელა.
„საერთო ეროვნული გამოცდები, ტრადიციულად, ივლისში დაიწყება. პირველი გამოცდის თარიღი 4 ივლისი გახლავთ. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.