ამ ნიუსის სათაუირი ტყუილია!
ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეწერა ცრუ სათაური !
რატომ დავაწერეთ ამ ნიუსს ცრუ სათაური ?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი თვეზე მეტია არ აკეთებს მედიასთან განმარტებას. ( მხოლოდ 8 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლების უმკაცრესი მოთხოვნის შემდეგ, ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია )
არ აცნობს მედიას ეპიდემიასთან დაკავშირებით რა ვითარებაა კახეთში . ჩვენ ჟურნალისტები ასე გადაძახილით, და მოარული ხმებით, ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, ვცდილობთ გავიგოთ რომელი სოფლის, რომელი მძღოლი დაინფიცირდა…
რომელი ბანკის რომელი ოპერატორი გახდა ვირუსისგან ავად…
ასე ვარაუდებით გაწვდით ინფორმაციას ჩვენს მკითხველს, ხან გადამოწმებულს, ხან გადაუმოწმებელს …
და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ჩვენმა მკითხველმა და მსმენელმა, მეტი იცოდეთ თქვენს გარშემო რა შესაძლო საფრთხე არსებობს. იცოდეთ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა დღევანდელ დღეს რეგიონში. როგორ ვხვდებით არჩევნებს, სად არის რისკები, სად არის მეტად სტაბილური გარემო…
იქნება და არც არაფერი არ ხდება ?
ხომ უნდა გვითხრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებამ ?
არა და ეს განყოფილება ხომ ჩვენი ბიუჯეტით ფინანსდება ?
არა და ეს განყოფილება ხომ იმისთვის არსებობს რომ ადამიანებს მოემსახუროს ?
არა და ამ განყოფილებისგან რომელსაც მრავალი ათეული წელია ვაფინანსებთ ჩვენსავე შევსებული ბიუჯეტიდან, არაფერი არ მოგვითხოვია… ზუსტი ინფრომაციის გარდა.
მთავარი ამბები კახეთი/mak.ge თვლის რომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის და მისი თანამშრომელბის დამოკიდებულება მედიისა და შესაბამისად საზოგადოების მიმართ, არის უპასუხისმგებლო, მიზანმიმართული კამპანია.
„მთავარი ამბები კახეთი!დან“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აღნიშნულ ორგანიზაციას ყოველ დღიურ რეჟიმში მინიმუმ რელიზის სახით, გაავრცელოს ინფორმაცია რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს მოქალაქეების მიმართ!
გადაუმოწმებელი ინფრომაციის გავრცელება დიდ რისკს შეიცავს. როცა მსოფლიოში პანდემიას ებრძვიან იმ ბრძოლაში ჩვენც ვართ საინფორმაციო სამსახურით. ჩვენი სურვილი და ვალდებულება გავავრცელოთ ზუსტი და დროული ინფორმაცია. რათა მკითხველის მიმართ ნდობა და პატივისცემა შევინარჩუნოთ.
პ.ს. აქვე მედია ბოდიშის უხდის სათაურის გამო მკითხველს. გვჯერა რომ გაგებით მოეკიდებით ამ ფორმით გამოთქმულ ჩვენს პრეტენზიას
მთავარი ამბები კახეთის რედაქტორი