2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი.
„2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი“, – ნათქვამია ანგარიშში.