Home დღის ამბები ენერგოომბუდსმენა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

ენერგოომბუდსმენა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

ენერგოომბუდსმენა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5 ათასამდე წერილობითი საჩივარი შევიდა. აქედან, წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა და მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის გეგმიური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურება და გრაფიკის დაუცველობა სახელდება. გარდა ამისა, პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევაც.

ენერგოომბუსდსმენის აპარატის მიერ ბუნებრივი აირის სექტორი 2019 წლის მონაცემებით ფასდება , როგორც კატასტროფების წელი. ამის მიზეზად კი შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარასებობა სახელდება.

ანგარიშში ნათქვამია , რომ ამ ეტაპზე ისევ არსებობას გაზიფიკაციის მიღმა სარჩენილი სოფლები. ამასთან, გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი გაზის ხარისხის პრობლემა და მომხმარებლებისთვის აირის დაბალი წნებით მიწოდება.

ღონისძიება, რომელიც წინანდალში, “რედისონ ქოლექშენში” გაიმართა, დარგის სპეციალისტები, ხელისუფლების და მარეგულირებეკი კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.