კორონავიურისის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ათობით თანასოფლელს დახმარების ხელი გაუწოდა.
mak.ge-ის საქველმოქმედო აქციის კიდევ ერთ ორგანიზატაროს გაგაცნობთ. ამჯერად, საუბარია აშშ-ში მცხოვრებ დარეჯან მარკოზაშვილზე, რომელიც წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურიდან არის და მან წარმატებული კარიერა მსოფლიო ბანკში აიწყო.
ის ახლა ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში სოფლის მეურნეობის და საკვების დეპარტამენტში მუშაობს. დარეჯან მარკოზაშვილის ინციატივით 2 ათას დოლარამდე შემოწირულობა შეგროვდა, რომელიც 30 მოწყვლად ოჯახს სასურსათო კალათები დარეჯანის მშობლებმა დღეს თავად მიუტანეს.
„ქველმოქმედება განხორციელდა ჩემი ოჯახის , საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრები ქართველების, ჩვენი ყვექყნის მეგობრების მიერ. მთლიანობაში დაახლოებით 25 ადამიანმა მიიღო ამ ქველმოქმედებაში მონაწილეობა. მთლიანობაში შეგროვდა 1 855 დოლარი. თითოეულ ოჯახს გადაეცა საკვები პროდუქტები , ზოგიერთ მათგანს კი ფინანსურადაც დავეხმარეთ. მართალია კორონავირუსმა მძიმე სიტუაცია შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, მაგრამ მჯერა და მაქვს იმედი ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ განსაცდელსაც, “ – ამბობს დარეჯან მარკოზაშვილი, რომელიც ახლა აშშ-ში იმყოფება.
სოფელ კურდღელაურში დარეჯან მარკოზაშვილმა და მის ოჯახს ყველა იცნობს. ამბობენ, რომ მარკოზაშვილების დახმარების ეს პირველი შემთხვევა არ არის და იგი ყოველ წელს მოსწავლეებს ეხმარებიან.