Home მსოფლიო ელასტიური LED-ეკრანის წარმოდგენის შემდეგ LG Display-ს აქციები 7,8%-ით გაიზარდა

ელასტიური LED-ეკრანის წარმოდგენის შემდეგ LG Display-ს აქციები 7,8%-ით გაიზარდა

ეკრანების მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა კომპანიამ LG Display Co. ელასტიური ეკრანი წარადგინა, რომელიც 20%-ით იწელება თავდაპირველ ზომასთან შედარებით. მისი წარმოდგენის შემდეგ კი კომპანიის აქციების ფასი სეულის საფონდო ბირჟაზე 7,8%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ეკრანის დაკეცვა, დახვევა და გაწელვა შესაძლებელია არსებული 12 დიუიმიდან 14 დიუმამდე. თან ამ დროს ის არ კარგავს მახასიათებლებს და აქვს დიუიმზე 100 პიქსელის მხარდაჭერა.

LG Display-ს აზრით, ახალი დისპლეის გამოყენება შესაძლებელია სატარებელ მობილურ მოწყობილობებში, ასევე მისი დამაგრება შესაძლებელია ქსოვილზე, ავეჯზე და კანზეც კი.

ელასტიური ეკრანის შემუშავება გახდა კომპანიის მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომელიც 2020 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც კომპანია თანამშრომლობდა 20 სამხრეთ კორეულ სამეცნიერო და სამრეწველო კომპანიასთან.