ვროპამ შესაძლოა, არალეგალები სოციალური ქსელების პროფილების შესწავლის საფუძველზე დაადეპორტოს. ამ შესაძლო გადაწყვეტილებამდე, ევროკომისია მას შემდეგ მივიდა, რაც აღმოაჩინა, რომ ევროპის არაწევრი 13 ქვეყნის მოქალაქეები იდენტობის დამადასტურებლად სწორედ სოცქსელებს იყენებენ.
ამ ეტაპზე, ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის არ არიან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, თუმცა ამ ორ ქვეყანაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყოველ წელს, ევროკომისია ზოგიერთი არაევროკავშირის ქვეყნის თანამშრომლობის დონეს განიხილავს და აქვეყნებს ანგარიშს, რომლებიც ასახავს წინაააღმდეგობებს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები დეპორტაციის ორგანიზებაში აწყდებიან.
2020 წლის თებერვლიდან მიღებული სავიზო კოდექსის 25ა მუხლის მიხედვით, მათ საშუალებას აძლევს „დასაჯონ“ ქვეყნები, რომლებიც მიჩნეულია „არასათანამშრომლო“ წვდომის შეზღუდვით.
2021 წელს, პირველი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი სანქციები დაემუქრა გახდა გამბია. სანქციები ბანგლადეშის, ერაყისა და ბოლო დროს, სენეგალის მიმართ ჯერ არ განხორციელებულა.
როგორც ცნობილი ხდება, სანქციების დაწესების ალბათობა უკვე არსებობს აზერბაიჯანისთვის, მოხსენებაში მითითებულია, რომ ის სრულად უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის ბოლოს. რაც შეეხება საქართველოს, უკრაინასთან ერთად ის ანგარიშში წარმოდგენილი ჯერ არ არის, თუმცა სამომავლო არც ისე სახარბიელო პერსპექტივაში ორივე ქვეყანა მოხვდა.
აღნიშნულ 13 ქვეყანას შორისაა: ალჟირი, ბელარუსი, ეგვიპტე, ინდოეთი, რუსეთი, ირანი, ერაყი, თურქეთი, ვიეტნამი და ა.შ.