Home მსოფლიო ევროკავშირი კოსმოსში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ევროკავშირი კოსმოსში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) კოსმოსში ორკილომეტრიანი მზის ფერმის აშენებას გეგმავს, რომელიც ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრის ენერგიას გამოიმუშავებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

კოსმოსური ელექტროსადგური მზით 24 საათის განმავლობაში განათდება, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გამომუშავებას მუდმივად შეძლებს. სააგენტოს შეფასებით, ეს დიდი უპირატესობაა მზის ენერგიის სახმელეთო სისტემებთან შედარებით, რომლებიც ენერგიას მხოლოდ დღის განმავლობაში და კარგ ამინდში გამოიმუშავებენ.

კოსმოსური ელექტროსადგური მზის ენერგიას მიკროტალღებად ან ლაზერებად გარდაქმნის და ენერგიის სხივებს სხვადასხვა სამიზნეებზე, მათ შორის დედამიწაზე ფიქსირებულ წერტილებსა და მოძრავ თანამგზავრებზე მიმართავს.

ფერმა დედამიწიდან 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე იბრუნებს და მას რობოტები მოემსახურებიან. მაგალითად, ავარიის შემთხვევაში რობოტი პანელს შეაკეთებს, მას ამოიღებს და საჭიროების შემთხვევაში, ახლით ჩაანაცვლებს.

მსგავსი ფერმების კოსმოსში გაშვებას ამჟამად ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი აპირებენ, თუმცა ორივე ქვეყანაში პროექტი მხოლოდ წინასწარი განვითარების ეტაპზეა. „ევროპულსის“ შეფასებით, თუ ევროკავშირი მათ დაასწრებს, მაშინ ESA მსოფლიოში პირველი სააგენტო გახდება, რომელიც კოსმოსში მზის ფერმას გააშენებს.