თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მინიმუმ 36 217 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია.
ამასთან, სტიქიას სირიაში 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ეს ფოტო თურქეთში, ჰათაის პროვინციაშია გადაღებული და ჩანს, როგორ ეძებენ გადარჩენილები ნანგრევებში მოყოლილებს.