დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი გაწერილ ვადებში და ხარისხიანად შესრულდეს“ – შეხვედრაზე განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.