Home დღის ამბები დღეს ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესი არის თანხვედრაში

დღეს ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესი არის თანხვედრაში

დღეს ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესი არის თანხვედრაში. ქართული ოცნების ინტერესი არის, რომ ის დარჩეს ხელისუფლებაში, კრიმინალური სამყაროს ინტერესშია, რომ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში.

ამბობს ყოფილი პარლამენტარი გივი თარგამაძე, და ტრადიციულად ოცნების მიერ აღზევებულ კიდევ ერთ  ბიზნესმენ – კრიმინალზე საუბრობს :

„მინდა საზოგადოებას მოუყვე დღეს კიდევ ერთ რიგით კრიმინალის შესახებ მანუჩარ ციცაგი, რამეს გეუბნებათ ?! მანუჩარ ციცაგი ერთდროულად სამ ძალასთან ასოცირდება, მას აქვს საკუთარი ბიზნესი კაპიტალი უძრავი ქონება ბენზინ გასამართი სადგურები სამშენებლო კომპანიები, მაგრამ მან იცის რომ თუ უნდა ქართული ოცნების პირობებში მისი ბიზნესი იყოს უსაფრთხო, იგი უნდა მეგობრობდეს როგორც ხელისუფლებასთან ასევე კრიმინალურ სამყაროსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვა ბიზნესმენების ბედს გაიზიარებს დაკარგავს ქონებას , შესაძლოა თავისუფლებაც დაკარგოს და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების უფლებაც. მაგრამ რაში აწყობს ხელისუფლებას მანუჩართან მეგობრობა ? მანუჩარს შეუძლია ხელისუფლების ყველა დალაგება შეასრულოს, დაეხმაროს არჩევნების მოგებაში, დაეხმაროს ოპოზიციის ყიდვაში, დაეხმაროს ოპონენტების განეიტრალებაში და დაეხმაროს კრიმინალურ სამყაროსთან დიალოგსა და გარიგებებში. თავად კრიმინალური სამყაროსთვის მანუჩარი უცხო არ არის, ის წლების წინ სასჯელს ციხეში იხდიდა კრიმინალური ქმედებისთვის, მართალია მას დღეს ბიზნესმენი ჰქვია მაგრამ მას შეუძლია თუ საჭიროა გახდების ქურდების ძმაც და სხვა ბიზნესებს შეაწეროს ფული, დაჭერას გადაარჩინოს და ხელისუფლებასთან დაულაგოს რომელიმე ქურდს ციხის საკითხები.  მანუჩარმა და მისნაირმა ბიზნესმენებმა კი ზუსტად იციან რომ კაციც რომ მოკლან მათ ხელისუფლება უშველის, იმიტომ რომ ოცნებას სწორედ ასეტი ადამიანები სჭირდება ქვეყნის სამართავად

და ახლა გეკითხებით : კი მაგრამ ეს იყო ქართველი ხალხის არჩევანი ? ნუთუ ქართველმა ხალხმა მანუჩარი აირჩია ?“