ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიხალისეებმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. საცხობებთან და მაღაზიებთან კი ვირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შინაარსის ფლაიერები გააკრეს.
,, კაბალის ადმინისტარციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, ეთნიკური აზერბაიჯანელია. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია მათთვის გასაგები რომ იყოს, დავდივართ ქუჩებში და მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ ენაზე მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ კორონავირუსის საფრთხე. შესარულონ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება. გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და დაიცვან სხვისიც” -განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებმა სოფელ კაბალში მდებარე სასურსათო მაღაზიების შიდა პერიმეტრზე მომხმარებლისთვის დისტანციის დაცვის მანიშნებელი სტიკერებიც განათავსეს.