კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, რეგიონის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
MAK.GE-ის ინფორმაციით, გუბერნატორის კაბინეტში შეხვედრას , რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის მერები და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ . მათ კახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები განიხილს. თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ადამიანებისთვის შესაძლო წესების გამკაცრებაზე და თელავის ორ საკაანტინო სასტუმროში მყოფების საჭიროებებზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.