საკარანტინო ზონაში მყოფ ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ ექიმები, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებითა და შესაბამისი პირობებით.
საკარანტინო ზონაში დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა.
ვიზიტორების ტრანსპორტირება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით განხორციელდა.
გამგზავრებამდე ვიზიტორებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე საკარანტინო სივრცე დატოვეს.