საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ცოტა ხანში საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში მოგზაურობდა.ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ადასტურებს .
ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ ქალს მართალია მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება, თუმცა იმის გამო, რომ ის ირანში იმყოფებოდა და საინკუპაციო ვადა გასული არ არის, პროტოკოლის მიხედვით ორ კვირიანი საკარანტინო პერიოდს თბილისში გაივლის.
მაღალი ტემპერატურის გამო, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დღეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმით მუშაობს.