დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი.
მათი ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი – 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი – 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი – 565.
ინფორმაციისთვის, უსტატუსოა მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.