Home დღის ამბები კულტურა დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოები მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები იქნა აღმოჩენილი.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.