დინამო თბილისის აკადემიის” ორგანიზებით და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ახალ სტადიონზე, ჭაბუკ ფეხბურთელთა ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა ყვარლის,დედოფლისწყაროს, ახმეტისა და სიღნაღის საფეხბურთო სკოლების გუნდებმა მიიღეს.
სპორტული ღონისძიება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასა და „საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.