დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია.
ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.