დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ბოლოს დააანონსა.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტის ანაზღაურება 1-ლი იანვრიდან გაორმაგდა. შესაბამისად, ისევე როგორც საჯარო, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც დეკრეტული შვებულების პერიოდში ფინანსური დახმარება 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, პრემიერის განცხადებითვე, 2023 წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.