დედოფლისწყაროში არსებულ საპატრიარქოს სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. mak.ge- ის ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი საგადასახოს კლასტერს მიეკუთვნება.
COVID -19 დაუდასტურდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ კაცს და დედოფლისწყაროს მკვიდრ ერთ ქალს. ისინი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათი გადმოცემით, ვირუსი ორგანიზმში მას შემდეგ აღმოაჩნდათ, რაც კონტაქტი საგადასახადოს თანამშრომლებთან ჰქონდათ. სპეციალისტების მიერ კონტაქტების მოძიება ახლაც მიმდინარეობს.
დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მკურნალობას ბინაზე, თვითიზოლაციის პირობებში გადის.