Home დღის ამბები დაუჯერებელი ისტორია, რომელიც თელავის საგამოცდო ცენტრში მოხდა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

დაუჯერებელი ისტორია, რომელიც თელავის საგამოცდო ცენტრში მოხდა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

დაუჯერებელი ისტორია, რომელიც თელავის საგამოცდო ცენტრში მოხდა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. imedinews-ის ინფორმაციით, გაშვილებულმა ტყუპმა ძმებმა ერთმანეთი სწორედ საგამოცდო პროცესის დაწყებამდე ნახეს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. ლუკა კულულაშვილი , რომელიც თელავის მე-9 სკოლის მოსწავლეა გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა. გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა მას ძალიან ჰგავდა და ურჩიეს მისი თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა რამდენად ახლოს იყო ძმა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ტყუპების- ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა , რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეც მაინც შეხვდნენ.