“ნაციონალური მოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერის გიორგი ბოტკოველსა და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სოფელ ნაფარეულში მოხდა. მათ შორის შელაპარაკება იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიციონერმა ბიზნესმენს მოღალატე უწოდა. ბოტკოველი ხუბუტიას მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთებს გასაპროტესტებლად მის კურთვნილ ტერიტორიაზე ჩავიდა , სადაც მიხეილ ხუბუტია ადგილზე დახვდა. გიორგი ბოტკოველი კახეთში რუსული ძალების გააქტიურებაზე საუბრობს და მაგალითისთვის ბიზნესმენის მიერ სასოფლო- სამეურნე ნაკვეთებს შეძენეას ასახელებს.