საქართველოდან ქალთა მიგრაცია უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. „კახეთის ქალთა კლუბი“, რომელიც დაკარგული ქალების ისტორიებს იძიებს, მორიგ ამბავს ასაჯაროებს.
საქართველოდან ქალთა მიგრაცია ბოლო ათწლეულების მანძილზე საკმაოდ ხშირია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის ქალთა კლუბი“ და იმ ქალების ისტორებს იძიებს, რომელთაც ქვეყანა არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო, ან ქვეყანაში მათი ადამიანური უფლებების დაუცველობის გამო დატოვეს.
დღევანდელი ისტორია ეხება თამთა აბდულაევას. 4 შვილის დედამ, თამთა აბდუალაევამ საქართველო 2013 წლეს დატოვა. ემიგრაციაში მყოფი ქალი გვიყვება:
დავიბადე საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე პანკისის ხეობაში. ჩვენს ხეობაში ძირითადად ქისტები, ინგუშები და ჩეჩნები ცხოვრობენ. 16 წლის ასაკში, ჩემმა მომავალმა მეუღლემ მომიტაცა, ერთად თანაცხოვრებისას გვეყოლა სამი შვილი 2000 წელს კი წავედით ინგუშეთში, ქალაქ ნაზრაანში. ჩემი მშობლები პანკისში მცხოვრები წუწაშვილები არიან. ჩემი გათხოვების მერე, მე მეუღლის გვარზე გადავედი, ასე გავხდი აბდულაევა. მე და ჩემს პირველმეუღლეს 3 შვილი გვაყვს. სამწუხაორდ, ის 2004 წელს მოკლეს. ამის შემდეგ, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი საქართველოში. ჩვენი წესების მიხედვით, ჩემი შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობა მომეხსნა და მათ ჩემი მეუღლის ოჯახი ზრდიდა. 2007 წლეს გავთხოვდი ჩეჩენ ლტოლვილზე აადამ მაგომადოვზე. მალე თურქეთში დროებით წასვლა მომიწია, უკვე ბავშვს ველოდებოდი. ჩემმა მეუღლემ პირობა მომცა, რომ მალე ჩამოვიდოდა. ჩემი ტრაგიკული ბედის ამბავი მალევე გავიგე. მითხრეს, რომ აადამი მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში. მეყოლა ბავშვი, საქართველოში აღარ დავბრუნებულვარ ამ ამბიდან 4 წლის მანძილზე. მხოლოდ 2012 წელს, როცა თურქეთიდან დეპორტაციით მომიწია დაბრუნება, მაშინ ჩამოვედი პანკისის ხეობაში. ამ დღიდან ერთი წელი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავდა, ვიყავი როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. გავიტნჯე, შეშინებული ხშირად სახლშიც არ ვიძინებდი. მეზობლები და ნათესავები მირჩევდნენ – არ მიმეართა პოლიციისთვის, რადგან აზრი არ ჰქონდა და ამით ჩემი შვილის სიცოცხლეს უფრო მეტად შევუქმნიდი საფრთხეს. დღემდე არ ვიცი, რას მედავებოდნენ უცხო ადამიანები და რას მთხოვდნენ. წლების წინ გარდაცვლილი მეუღლის ვალდებულებებს მახსენებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ უნდა დამებრუნებინა ის, რაც მათ ეკუთვნოდათ. როცა მეკითხებიან, რატომ წამოვედი ქვეყნიდან, ვამბობ, რომ საქართველოში ჩემს შვილს არ ჰქონდა უსაფრთხო გარემო. ყველაფერს ვერც ვიტყვი, რაც გამოივიარე“, – აცხადებს თამთა აბდულაევა.