Home რეგიონი გურჯაანი დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს...

დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნო

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფელ გურჯაანში, ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ნიკოლოზ გეთიაშვილმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განავითარა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 240,000 ლარს აჭარბებს. ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარის და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება.

მინისტრმა ფერმერისგან წარმოების პროცესებთან დაკავშირებით არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაღების გაშენების, ასევე სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მხარდაჭერამ წარმოება გაზარდა, რაც პროპორციულად აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე.