„გასული თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა საპროტესო აქციები და ხშირი იყო შემთხვევა როცა აქციის მონაწილეებს სურდათ კარვების დადგმა.
თუმცა დიდი ხნის განმავლობაში პოლიცია, მათ ამის უფლებას არ აძლევდათ. ჩვენ ვიხილეთ არა ერთი უხერხული მომენტი, როდესაც პოლიცია მოქალაქეებს ართმევდათ კარვებს და არ აძლევდათ შესაძლებლობას რომ მათ კარვები გაეშალათ.მე მაინტერესებს შეზღუდა თუ არა პოლიციამ გამოხატვის თავისუფლება, გთხოვთ დაასახელოთ ლეგიტიმური უფლება რის გამოც, მოქალაქეებს კარვების დადგმის საშუალება არ მიეცით.“
ასე მიმართა თელავი ახმეტის მაჟორიტარმა გელა სამხარაულმა შს მინისტრს გიორგი გახარიას პარალამენტს სხდომაზე. შეგახსენებთ რომ დღეს გიორგი გახარია მცირე ანგარიშს წარადგენს საქართველოს პარლამენტში.