გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი ცივი იარაღით, მუცლის არეში დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაზარალებული და სავარაუდო ბრალდებული ტაქსის მძღოლები არიან. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში მოათავსა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.