2025 წლის პირველ ნახევარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით 3100-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 420 499 ლარი გამოიყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პოლიტიკა 18 სხვადასხვა ქვეპროგრამას მოიცავს, რომელთაც მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ახორციელებს.
ქვეპროგრამები სხვადასხვა საჭიროებას ფარავს — ერთჯერადი დახმარებიდან დაწყებული, ქრონიკული ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდამჭერი სქემებით დასრულებული.
მიზანი — მუნიციპალიტეტში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებაა.