გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, გურჯაანელი 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის გარდაცვალების გამო, გაუქმდა 22 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხადებენ 9 წლის ნიკას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.