გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს.
2021-2022 სასწავლო წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 87, აქედან 66 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე ჰყავს.
დაჯილდოების ღონისძიება გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.