გურჯაანის კულტურის ცენტრში 19: 00 საათზე, სპექტაკლის “ნიკო” პრემიერა გაიმართება.
“ნიკო”, თითქმის უსიტყვო წარმოდგენაა, რომელიც მისი პერსონისა და შემოქმედების მსგავსად, თანამედროვე ჭრილში გვაჩვენებს მხატვრის ცხოვრების იმ მხარეს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
ნიკო ფიროსმანი ქართული და მსოფლიო მხატვრობის უიშვიათესი წარმომადგენელია.მისი შემოქმედება იმ ქართული სინამდვილის ყველაზე რეალისტური გადმოცემაა, რომელშიც ის ცხოვრობდა და არსებობდა.