ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის მიხედვით ასფალტის საფარი იგება 700 მეტრი სიგრძის გზაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა გარე განათება და ტროტუარები. პირველ ეტაპზე, მიწის ქვეშ მოექცა კომუნიკაციები – ელექტრო ენერგიის, ინტერნეტის სადენები.
გურამიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაობს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 1 მლნ 822 225 ლარი იხარჯება.