ქალაქ გურჯაანში ზურაბაშვილისა და ვარაზაშვილის ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ორივე გზის რეაბილიტაციაზე ჯამში 360 000 ლარი იხარჯება, რომელიც მთავრობის განკარგულებით გამოიყო.
აღნიშნული გზები გურჯაანში მოსული სტიქიის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა.