გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ, სასკოლო – სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებს, სპორტული ფორმები და შესაბამისი ინვენტარი გადასცეს.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო – სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის 7 სახეობაში ტარდება, ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას.