Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო

გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის პირველ ტურში 14 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით- გუნდების გამოსვლას სპეციალური ჟიური აფასებდა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მუსიკოსი რეზო ბლიაძე, მხიარულთა საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფო ბანძავა.

ცნობისთვის, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის ორგანიზებით 2018 წლიდან იმართება.