გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ, ა(ა)იპ მოქალაქეთა თანადგომის ბენეფიციარებს, სასურსათო კალათები გადასცეს.
საახალწლო ნობათი ჯამში 300 ბენეფიციარს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.