Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე პადაგოგები წარადგინეს

გურჯაანში მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე პადაგოგები წარადგინეს

გურჯაანის ცენტრალურ პარკში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე პადაგოგების წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსში გურჯაანის საჯარო სკოლების 13 პედაგოგი მონაწილეობს.

” ეროვნული ჯილდოს კონკურსის ნომინანტი მასწავლებლები არიან :

ილია ბაწელაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა

ხათუნა ბაწელაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა

ნინო გეთიაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლა

ქეთევან ხეჩოშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლა

ნანა ნიკოლაშვილი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა

ნუნუ კალაძე – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა

დიმა პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა

ლალი წიკლაური – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა

ნინო ჭანტურიძე – ქალაქ გურჯაანის N1 საჯარო სკოლა

ზემფირა ელიზბარაშვილი – ქალაქ გურჯაანის N1 საჯარო სკოლა

ლელა კოკოლიშვილი – ქალაქ გურჯაანის N2 საჯარო სკოლა

ლელა მალუმაშვილი – გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლა

ნანული ტატიაშვილი – გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლა

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. ამასთან, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით”, – აღნიშნავენ ინფორმაციაში.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.