ატმის მოსავლის ექსპორტთან დაკავშირებით, წელს ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობაა შექმნილი, ვიდრე ეს წინა წელს იყო. ეს განსხვავება ფასზეც აისახება და ამ ეტაპისთვის ატმის ღირებულება 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს.
ექსპორტზე გასულია 1000 ტონაზე მეტი ატმის და ვაშლატამის მოსავალი.
ამ დროისთვის კი გურჯაანში სულ მოკრეფილია 6000 ტონაზე მეტი მოსავალი. გასულ წელს ამ პერიოდისთვის ექსპორტზე გატანილი იყო 200 ტონამდე პროდუქცია.
✔️ივნისის მონაცემებით ატმის ფასი 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს, რაც გამომდინარეობს მისი ხარისხიდან.
✔️ ამ დროისთვის ხილის ექსპორტირება ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უზბეკეთში, უკრაინაში.
✔️წელს ატმის ექსპორტზე 18 კომპანიას აქვს ხელშეკრულება დადებული.
✔️ამ დროისთვის ხინჯიანი, დაბალი ხარისხის ატმის და ვაშლატამის რაოდენობა მცირეა, რომლის რეალიზება ხდება ბაზარზე და მისი ფასი 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს, რაც გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით მაღალია. საჭიროების შემთხვევაში ასეთი პროდუქტის ჩაბარება მოხდება ჩუმლაყის, მარნეულის და გორის კონცენტრანტების საწარმოში.
✔️გურჯაანში, ამ დროსთვის 4 სამაცივრე მეურნეობა იბარებს ატამს და ვაშლატამას – ახაშენში, ველისციხეში და 2 ჩუმლაყში. რამდენიმე დღეში კიდევ 3 დაემატება.
✔ატმის მიღება დაიწყო ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობამ, რომელიც ხილს 80 თეთრად იბარებს, საწარმო ამ დღეებში აამუშავებს დაფასოების ნაწილსაც, რომელიც აქამდე ტექნიკური მიზეზის გამო არ მუშაობდა.
წელს გურჯაანი დაახლოებით 28 000 ტონა ატმისა და ვაშლატამის მოსავალს ელოდება, საიდანაც ექსპორტზე 10000 ტონა გავა. წინა წლის სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტზე გავიდა 8000ტონა.
სოფლის მეურნეოობის სააგენტოში მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც ხელს უწყობს ექსპორტიორებს გამარტივებული წესით მოხდეს პროდუქციის გატანა, ასევე გურჯაანში გახსნილია შტაბი რომელიც ატმის და ვაშლატამის ჩაბარება-რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მუშაობს.