გურჯაანის 1- ელ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ვერ დაიწყება. შენობაში კოვიდ 19 -ის გამო დაწესებული სტანდარტების შესაბამისად სველი წერტილები ეწყობა, ამიტომ მიმდინარე სამუშაოები დამატებით დროს მოითხოვს, რის გამოც ადგილობრივმა რესურცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სკოლაში სწავლა 15-ის ნაცვლდ 21 სექტემბერს დაიწყოს.
“მუნიცპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან 16-მა შემოწმება უკვე გაიარა და დადებითი შეფასებაც მიიღო. 9 დაწესებულებს კი სასწავლო პროცესის დაწყებამდე შეამოწმებენ”- განმარტავს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელი, დალი მინდიაშვილი.
იდენტური პრობლემების გამო, სიღნაღის სამი საჯარო სკოლაც ოდნავ მოგვიანებით განაახლებს სასწავლო პროცესს.