გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურჯაანის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.
„გურჯაანის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, ზოგიერთ უბანზე არსებული მოძველებული მილების გამო ხშირია დაზიანებები, რაც მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს. დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ამორტიზებული მონაკვეთი ახალი მილებით ჩანაცვლდება და აღმოიფხვრება წყალმომარაგების შეფერხების პრობლემა. ქალაქში არსებული წყალარინების სისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს, ზოგიერთ დასახლებაში კი კანალიზაციის ქსელი არ არსებობს“, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.
დაგეგმილი სამუშაოები ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 8 000-ზე მეტი ადგილობრივი კანალიზაციის გამართული ქსელით ისარგებლებს.